#ვაწარმოებთ მხოლოდ 100%-ით ნატურალურ პროდუქტს
GOLDEN HONEY
შეიძინე ჩვენს მიერ წარმოებული


ქართული თაფლი
საქართველო თაფლის სამშობლოდ ითვლება, რადგან 2003 წელს აქ აღმოაჩინეს მსოფლიოში უძველესი, დაახლოებით 5,500 წლის თაფლი. ეს აღმოჩენა 2,000 წლით უსწრებს ეგვიპტეში ნაპოვნ, აქამდე უძველესად მიჩნეულ თაფლს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს თაფლი მოშინაურებული ფუტკრის არის.
საქართველო არის ქვეყანა, სადაც ბუნება და კულტურა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობით, რომლის შენარჩუნება და განვითარება ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა. ქართული თაფლი არის ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის ერთ-ერთი ნაწილი და მისი პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მსოფლიოსთვის.
ქართული თაფლი

საქართველოს აქვს მდიდარი ბუნება, რაც საშუალებას აძლევს თაფლის წარმოებას მაღალი ხარისხით. აქ მოპოვებული თაფლი საუკეთსოა მსოფლიოში.

ქართული თაფლი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მიიღება, რაც მას განსაკუთრებულ ჯანსაღ პროდუქტად აქცევს. ის ბუნებრივი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ქართული თაფლის უნიკალური არომატი, ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას და ამავდროულად, მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით, რაც მას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტად აქცევს.

საქართველოს ბუნება გთავაზობთ აკაციის, ცაცხვის, წაბლის, მინდვრის ყვავილების და სხვა მრავალი სახეობის თაფლს, რომელიც თითოეული თავისი უნიკალური გემოთი და სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.