Georgian Flag
USA Flag
Sign in
ზემოთ ასვლა

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 27 / 01 / 2025

შესავალი

ვებგვერდის გამოყენებამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პირობებს.

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-გვერდით, მაშინ თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემული წესების და პირობების ყველა პუნქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ ნუ გამოიყენებთ goldenhoney.ge -ის სერვისს.

აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები, არეგულირებს და აწესრიგებს თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებას, ადმინისტრაციასა და სერვისის მომხმარებლებს შორის.

წესები და პირობების ყველა პუნქტი განკუთვნილია goldenhoney.ge -ის ყველა მომხმარებლისთვის.

სერვისის გამოყენება

ვებ-გვერდის დიზაინი, შინაარსი ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს ოქროს თაფლის-ის საკუთრებას ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შეცვალოთ, გადაუგზავნოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად ან ნაწილობრივ პირადი კომერციული მიზნებისთვის ან წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.

აკრძალულია:

  • 1. შინაარსის კომერციული მიზნით გამოყენება.
  • 2. ვებ-გვერდის ფუნქციების ბოროტად გამოყენება
  • 3. სერვისის ან შინაარსის ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
  • 4. გამოაქვეყნება ისეთი სახის კომენტარის რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, რასიზმს და პირად შეურაცხყოფას.
  • 5. აკრძალულია ვებ-გვერდის გატეხვის, შენელების, გათიშვის ან სხვა რაიმე ზიანის მიყენების მცდელობები და ჩადენა.
  • საკუთრება

    Goldenhoney.ge -ზე განთავსებული ყველა მასალა წარმოადგენს ვებგვერდის საკუთრებას ან შესაბამისი უფლებამფლობელების ლიცენზირებული მასალას. ნებისმიერი შინაარსის კოპირება, გადანაწილება ან სხვაგან გამოყენება ნებადართულია მხოლოდ ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობით.

    შეძენა/ყიდვა

    შეკვეთისის გასაფორმებლად თქვენ გადმოგვცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას როგორიცაა: თქვენი სახელი, მობილურის ნომერი და მიწოდების ადგილი. ამასთანავე შეძენისას შესაძლოა აუცილებელი გახდეს ჩვენს ანგარიშზე წინასწარ მიტანის საფასურის გადახდა.

    შეკვეთის მიღების შემდეგ ჩვენ ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ვადასტურებთ შეკვეთის მონაცემებს და ვათანხმებთ თქვენთან პროდუქციის მიწოდების თარიღსა და სხვა დეტალებს. აღნიშნული თარიღი და დრო დამოკიდებულია მიწოდების რეგიონზე და შეკვეთის დამუშავებისათვის საჭირო დროზე.

    როდესაც ჩენთან იძენთ პროდუქტს მოგეთხოვებათ შემდეგი:

  • 1. იყოთ სრულწლოვანი ან მშობელთან შეთანხმებული.
  • 2. მოგვაწოდოთ სწორი ინფორმაცია როგორიცაა: მობილურის ნომერი, სახელი და მისამართი.
  • ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის: პროდუქტის ან მომსახურების არა ხელმისაწვდომობისას, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობის შემთხვევაში, თქვენს შეკვეთაში შეცდომების არსებობისას ან სხვა მიზეზების გამო.

    შეკვეთის ღირებულების გადახდა

    პროდუქციის ღირებულება მოცემულია ინტერნეტ - მაღაზიის გვერდზე თითოეული პროდუქციის დასახელების გვერდით.

    ფასი იმ პროდუქციაზე, რომელზეც გაფორმებულია შეკვეთა, არ ექვემდებარება ცვლილებას.

    პროდუქციის გადაცვლა ან დაბრუნება

    მყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს შეკვეთილი პროდუქციის მიღებაზე მის მიწოდებამდე.

    პროდუქციის დაბრუნებისა და გადაცვლის საკითხები თანხმდება თითოეულ მყიდველთან ინდივიდუალურად, ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

    პასუხისმგებლობა

    ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ზიანზე, რომელიც წარმოიშვა შემდეგი მიზეზებით: პერსონალური მონაცემების არასწორად გადმოცემა; - მესამე პირების არამართლზომიერი ქმედება;

    ანგარიშები

    როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია ნებისმიერ დროისთვის. არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.

    თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ ეთანხმებით პასუხისმგებლობის აღებას თქვენს ანგარიშთან ან/და პაროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა აქტივობასა თუ ქმედებაზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების დარღვევისას.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომსახურებაზე, შევადგინოთ ანგარიშები, ამოვიღოთ ან შეცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.

    ანგარიშის გაუქმება

    ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ თქვენი ანგარიში ან/და შევზღუდოთ სერვისზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ, რაიმე მიზეზის გამო და შეზღუდვის გარეშე, მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ პირობების დარღვევის შემთხვევაში.

    მომხმარებლის პასუხისმგებლობები

  • 1. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის დაცვაზე და ვებ-გვერდის გამოყენებით განხორციელებულ ყველა აქტივობაზე. არასწორმა ან არასრულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.
  • 2. თქვენ ვალდებული ხართ, არ დაარღვიოთ კანონები ან მესამე მხარის უფლებები ვებ-გვერდის გამოყენებისას.
  • 3. რეგისტრაციისას ან ნებისმიერ კომუნიკაციაში უნდა გამოიყენოთ სწორი ინფორმაცია.
  • 4. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებით და პირობების შესაბამისად.
  • არასრულწლოვანი მყიდველი

    ჩვენ არ ვახორციელებთ პროდუქციის რეალიზაციას 18 წელზე ქვემოთ მყოფი პირებისთვის, არასრულწლოვნების შემთხვევაში, პროდუქციის შეკვეთა უნდა მოხდეს უფროსებთან შეთანხმებით.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ ნებისმიერი შეკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

    სხვა ვებგვერდის ბმულები

    ჩვენი ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს, რომელიც მომხმარებლებს გადაამისამართებს სხვა პირთა ვებგვერდებზე. თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს, თქვენ გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე. დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ამგვარი ვებსაიტების შინაარსზე, მათ ფუნქციონირებაზე, შემოთავაზებულ სერვისსა და მათ სამომხმარებლო შეთანხმებაზე. ამიტომ გთხოვთ, გადახედოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას, სამომხმარებლო შეთანხმებას და ყურადღებით გაეცნოთ მათ.

    ანალიტიკა

    ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

    კომუნიკაცია

    ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ ფოსტაზე goldenhoney.ge@gmail.com გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.

    ცვლილებები

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში ნებისმიერ დროს. შესაბამისად, სერვისის გამოყენებისას იხელმძღვანელეთ სამომხმარებლო შეთანხმების უახლესი ვერსიით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აქ, ყველა მომხმარებლისთვის.

    მარეგულირებელი კანონი

    წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    დასტური / თანხმობა

    შემდგომი გამოყენება ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამ ცვლილებებს და ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებს და პირობებს და ეთანხმებით მათ.

    კონტაქტი

    ვებგვერდის წესების და პირობებთან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: goldenhoney.ge@gmail.com -ზე.