ქართული ენა
USA Flag

ნატურალური თაფლი ოქროს თაფლისგან

შეიძინეთ ონლაინ ნატურალური თაფლი და შეიგრძენით, რას ნიშნავს ნამდვილი თაფლი და მისი ნამდვილი გემო.

ოქროს თაფლი

  • სერთიფიცირებული ნატურალური პროდუქტი

    ნატურალური პროდუქტი

  • წარმოებულია საქართველოში

    ქართული წარმოება

  • ეკოლოგიურად სუფთა მთის რეგიონები

    პროდუქტი მთებიდან

  • ერთგული მომხმარებლების რაოდენობა

    2000+ მომხმარებელი

ყველაზე გაყიდვადი თაფლი

ოქროს თაფლი გთავაზობთ

ოქროს თაფლი გთავაზობთ ნატურალურ თაფლს, რომელიც სერტიფიცირებულია და ეკოლოგიურად სუფთა გარემოდანაა მიღებული. თაფლი წარმოებულია კახეთში, სვიანას მთაში. ჩვენი პროდუქტი გამოირჩევა სასარგებლო და გემოვნური თვისებებით.

ჩვენი მიზანია, თითოეულ თქვენგანს მივაწოდოთ ჯანსაღი და უგემრიელესი პროდუქტი. სცადეთ ოქროს თაფლი და აღმოაჩინეთ ნამდვილი ნატურალური თაფლის ნამდვილი გემო.

რატომ ჩვენი თაფლი?

ოქროს თაფლის ხარისხის ნიშანი

მთის თაფლი

ჩვენი თაფლი საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა რეგიონიდან, კახეთის მთებიდანაა. ჩვენ თითოეულ თქვენგანს ვაძლევთ გარანტიას, რომ ეს არის 100%-ით ნატურალური თაფლი.

ოქროს თაფლის ხარისხის ნიშანი

იმუნიტეტის ბუნებრივი წყარო

თაფლი ენერგიისა და ვიტამინების ბუნებრივი წყაროა, თუ ეძებთ იმუნიტეტის გაძლიერების საუკეთესო გზას, ჩვენი ნატურალური თაფლი იდეალური ვარიანტია.

ოქროს თაფლის ხარისხის ნიშანი

მრავალფეროვანი ასორტიმენტი

ჩვენს ასორტიმენტში დაგხვდებათ სხვადასხვა სახეობის თაფლი: აკაციის, წაბლის, ყვავილების, ცაცხვის და ალპური. თითოეული თაფლის სახეობა გამოირჩევა გამორჩეული გემოთი, არომატითა და განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით.

თაფლი შენი ჯანმრთელობისთვის

თაფლი დედამიწაზე ყველაზე სასარგებლო ნატურალური პროდუქტია, ის არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, რაც შენს ჯანმრთელობაზე აისახება.

სცადეთ ოქროს თაფლი და შეიგრძენით ნატურალური პროდუქტის ძალა, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და ენერგიის შენარჩუნებაში.

რას ამბობენ ოქროს თაფლზე?

Google Reviews

ხშირად დასმული კითხვები

თაფლის რა სახეობებს ყიდით?

ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ცაცხვის, აკაციის, ყვავილების და წაბლის თაფლი. ასევე გვაქვს თაფლი ფიჭით და ალპური თაფლი. დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ პროდუქციის გვერდზე.

რა ლოკაციაზე მდებარეობთ?

თაფლის ყიდვა თბილისში, თელავსა და ახმეტაში შეგიძლიათ, ადგილზე ან საკურიერო მომსახურეობით. დაგვიკავშირდით და მიიღეთ ხარისხიანი პროდუქტი პირდაპირ მწარმოებლისგან.

თაფლი და სხვა პროდუქცია როგორ შემიძლია შევიძინო თქვენთან?

შეძენის სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითთებულ ნომერზე +995 592 00 73 81 ან/და +995 599 94 22 83. საკურიერო მომსახურეობა გვაქვს თბილისში.

მიწოდების სერვისი გაქვთ?

მიწოდების სერვისი გვაქვს თბილისში, თელავში, ახმეტა -სა და ახმეტა თელავს მიმართულებით. საკურიერო მომსახურეობის საფასური ყველასთან ინდივიდუალურია.

თაფლი სად არის მოპოვებული?

ჩვენი თაფლი მოპოვებულია სვიანას მთაში, კახეთის რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ფლორით და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

თაფლი როგორ უნდა შევინახო?

თაფლი უნდა შეინახოთ მშრალ და გრილ ადგილას, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.

თქვენი თაფლი რამდენად ნატურალურია?

ჩვენი თაფლი სრულიად ნატურალურია და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს. გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი პროდუქტი არის 100%-ით სუფთა და ნატურალური.

თაფლის გარდა გაქვთ სხვა პროდუქტები?

დიახ გვაქვს, ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ თაფლი, ფიჭა, სანთელი, დინდგელი პროპოლისი, თაფლის არაყი და ფუტკრის რძე. დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ პროდუქციის გვერდზე